საბერძნეთის დღეები სკოლა ”მილენიუმში”

ქ.რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ი.გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით საჯარო და კერძო სკოლების I, II და III საფეხურების მოსწავლეებისათვის ჩატარდა ფესტივალი “მეზობელო კარისაო”, რომლის მიზანი იყო მეზობელი ქვეყნების ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა და შესწავლა.
14 დეკემბერს “მილენიუმში” მოეწყო კალიგრაფიული ნაწერებისა და ნახატების გამოფენა, სადაც მონაწილეობდნენ IIა, IVა, V და VIII კლასების მოსწავლეები. ამავე დღეს IIIა-IIIბ კლასების მოსწავლეებმა ც.მარგალიტაძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს თვითნაკეთი წიგნის პრეზენტაცია.
15 დეკემბერს ჩატარდა კონფერენცია თემაზე “საბერძნეთი”, რომელშიც მონაწილეობდნენ VIII-IX კლასების მოსწავლეები (პედ. მ.კოპალეიშვილი, მ.მიქაძე, მ.ზარიძე, ს.მელიხოვა, თ.კულულაშვილი და თ.ოდიშარია).
საბერძნეთის დღეების საზეიმო დახურვაზე წარმოდგენილი იქნა ბერძნული ზღაპარი “როგორ გაუჩნდა კუს ბაკანი” II-IV კლასელების მონაწილეობით (პედ. თ.კულულაშვილი, ლ.გოგუაძე, დ.სირანაშვილი, მ.მოდებაძე, თ.ჯამრიშვილი) და ნაწყვეტი სპექტაკლიდან “ოქროს საწმისი” V-VI კლასელების მონაწილეობით (რეჟ. ჯ.ოშხერელი). დარბაზი დეკორატიულად გააფორმა ნ.მარგალიტაძემ.
ფესტივალზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: საბერძნეთის კონსული - ვარვარა ანდიოპოლო, ელჩის მეუღლე - ირინა ხაძინიხელაკისი, დიასპორას სამინისტროს საბერძნეთთან ურთიერთობის ხელ-ლი - ევგენია კოტნდისი, მეუფე იოანე, დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი, საკრებულოს წევრები, რესურსცენტრის წარმომადგენლები და დამეგობრებული სკოლების დირექტორები.სკოლა ”მილენიუმის” მიერ წარმოდგენილმა ღონისძიებებმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა სტუმრების მხრიდან.